Monday, 29 September 2014

დღევანდელ დღეს გადავხედე საქაღალდეებს, შევამოწმე თუ სადმე ხარვეზი იყო. ამის შემდეგ მოვუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციას, რის შემდეგაც ჩვენი სახელის და გვარის საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. 

Friday, 26 September 2014

დღეს ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო გეგმაზე. მასში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლებისათვის საჭირო შეფასებები, საბაზო უნარ-ჩვევები და სხვა რესურსები. ასევე საკუთარ ბლოგზე დავამატეთ ახალი გვერდი ,,სასარგებლო ბმულები'' .

Tuesday, 23 September 2014

მეშვიდე დღე

 დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკაზე: თვითშეფასება, წყვილებში შეფასება და კოლაბორაციული შეფასებები. შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში და შევქმენით გვერდები.


Friday, 19 September 2014

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, კერძოდ, შევქმენით ელექტრონული გაზეთი. დავასრულეთ წინა დღის მასალა, დრაივზე ატვირთული პრეზენტაცია, გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ემ-ბე-დე კოდის გამოყენებით.

Wednesday, 17 September 2014

დღეს გვქონდა საუბარი საავტორო უფლებების დაცვაზე და  ვისწავლეთ როგორ ხდება ინტერნეტიდან ლინკის გადმოწერს და მისი შენახვა. ასევე ფაილი შევინახეთ drive-ში.

Wednesday, 10 September 2014

დღე მეოთხე: გეგმის შაბლონში შევიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა დროში გაწერილი გეგმის მოკლე სქემის შედგენაზე და ავაწყეთ პროექტის პრეზენტაცია.